გუშინ საღამოს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ ბინაში ბიზნესმენის, რუსეთის მოქალაქე ევგენი კოზლოვიჩის ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ევგენი კოზლოვიჩი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე რესტორან ბათუმისა და ლუდის ბარის მფლობელი იყო.





