ვანო მერაბიშვილის საქმე

დავით უსუფაშვილი: დროული პასუხით ხმაურს და აურზაურს ავიცილებდით

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავჯდომარე,  დავით უსუფაშვილი, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს გამოეხმაურა და სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზას სუბარს, ეთერიდან კითხვით მიმართა. უსუფაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მაღალი ინტერესი გააჩნია და  სწორედ ამიტომ უკეთესი იქნებოდა, რომ  სასჯელაღსრულების მინისტრს 24 საათის განმავლობაში გაეცა პასუხი საზოგადოებისთვის და ეცნობებინა, რომ ჩანაწერები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახებოდა. 

"ვეკითხები ბატონ სუბარს, ხომ არ ჯობდა, ბატონო სოზარ, ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ უკვე იყო წაშლილი, რადგან სისტემა ასეთია, საზოგადოებისთვის გვეთქვა შემდეგი 24 საათის განმავლობაში ან იმ მომენტში, როდესაც ეს მინისტრისთვის გახდა ცნობილი. ამ კითხვაში პასუხიც არის – მგონი, ჯობდა. ამით თავიდან ავიცილებდით ხმაურს და აურზაურს ამ თემაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა "პალიტრა TV-სთან საუბრისას. 

 

კომენტარები