ეგვიპტის კონსტიტუტცია

ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმის პირველი დღე აფეთქებით დაიწყო

www.reuters.com

ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმის პირველი დღე აფეთქებით დაიწყო. კაიროს სასამართლოს შენობის წინ, საარჩევნო უბნის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პოლიციის განცხადებით, აფეთქება ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეებმა განახორციელეს. ისინი რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. სამხედროების მიერ გადაყენებული ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მუსლიმი ძმების მოძრაობამ, თავის მომხრეებს სოციალური ქსელების საშუალებით არჩევნების ჩაშლისკენაც მოუწოდა.

ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ორი დღე გაგრძელდება. რეფერენდუმით 52 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით თავისი არჩევანი უნდა გამოხატოს. რეფერენდუმთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო ზომები მიიღო, მთლიანობაში საარჩევნო უბნებს 400 ათასზე მეტი სამხედრო და პოლიციის თანამშრომელი დაიცავს.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ახალ კონსტიტუციას დაუჭერენ მხარს, ეგვიპტეში რელიგიური პრინციპით პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა აიკრძალება.

ძველი კონსტიტუცია სამხედრო გადატრიალების შემდეგ გააუქმეს. წინასწარი პროგნოზებით, ამომრჩეველთა უმრავლესობა ახალ კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, რის შემდეგაც, ეგვიპტეში უკვე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ელიან.

კომენტარები