Game of thrones

Game of Thrones-ის მეოთხე სეზონის პრემიერა 6 აპრილს შედგება

HBO-ს სერიალის, Game of Thrones მეოთხე სეზონის პრემიერა 6 აპრილს შედგება, ამის შესახებ ინფორმაცია HBO-მ გაავრცელა.

HBO-ს ინფორმაციით, ახალი სეზონის ტრეილერის ხილვა მაყურებელს სერიალ "ნამდვილი დეტექტივების" პრემიერის დროს შეეძლება.

Game of Thrones-ის მეოთხე სეზონი ჯორჯ რ.რ. მარტინის ფენტეზი წიგნების კრებულის (A Song of Ice and Fire) მესამე ნაწარმოების, A Storm of Swords, დასკვნითი ნახევრის ეკრანიზაცია იქნება.

სერიალში ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინც ობერინ მარტელის გამოჩენაა, რომელიც მესამე წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია. წითელ გველად (Red Viper) წოდებული პერსონაჟის როლს ჩილელი მსახიობი პედრო პასკალი შეასრულებს.

მეოთხე სეზონში ტიკო ნესტორისის, ბრაავოსის რკინის ბანკის წარმომადგენლის როლს შეასრულებს სერიალ "შერლოკის" ერთ-ერთი შემქმნელი მარკ გატისი.

 

 

კომენტარები