ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, ატლეტიკო მინეიროსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა თურქულ ბეშიქთაშთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა, ბოლო მომენტში მინეიროში დარჩენა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ, 33 წლის რონალდინიო სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბრაზილიელს ეროვნულ ნაკრებში 97-ჯერ აქვს ნათამაშები, ბოლოს კი სალესაოს რიგებში გასული წლის აპრილში ითამაშა.





