კანი 2014

კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ჯეინ კემპიონი იქნება

studiosystemnews.com

ოსკაროსანი რეჟისორი ჯეინ კემპიონი 2014 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

კემპიონი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტ რეჟისორად ითვლება, ვის ფილმებსაც ფესტივალის ორგანიზატორები მუდამ საკონკურსო პროგრამაში სვამენ.   

1986 წელს დამწყები რეჟისორი, ჯეინ კემპიონი, ახალი ზელანდიიდან პირველად ჩავიდა კანის კინოფესტივალზე და მისმა ნამუშევარმა ”დისციპლინის გაკვეთილი: გარსი” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო მოიგო. 1993 წელს კემპიონმა კანში ”პიანინო” ჩაიტანა და გახდა პირველი (ჯერჯერობით უკანასკნელიც) ქალი რეჟისორი, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა.

კანის 2014 წლის კინოფესტივალი 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება. საკონკურსო ფილმების სია აპრილის შუა რიცხვებში,  ჟიურის საბოლოო შემადგენლობა კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ შარშან კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე სტივენ სპილბერგი იყო. ამერიკელმა რეჟისორმა და მისმა გუნდმა საუკეთესო ფილმის ჯილდო აბდელატიფ კეშიშის ფილმს, ”ადელის ცხოვრებას” მისცეს. 

კომენტარები