რონალდინიო

De Telegraaf: რონალდინიომ ბეშიქთაშთან კონტრაქტი გააფორმა

რონალდინიო

33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თურქულ კლუბ ბეშიქთაშში ითამაშებს, ამის შესახებ ცნობას ერთდროულად რამდენიმე გამოცემა ჰოლანდიურ De Telegraaf-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ოქროს ბურთისა და ბუცის მფლობელი ფეხბურთელი ბეშიქთაშში 2,5 წლის განმავლობაში 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ბეშიქთაშს ცნობილი ხორვატი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი წვრთნის, მისი გუნდი თურქულ სუპერლიგაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ამ დროისთვის ფაქტის ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა. თურქული კლუბი რონალდინიოსთან კონტრაქტის გაფორმებას 2012 წლიდან ცდილობდა, გასულ კვირას ბრაზილიელის ძმამ და პირადმა აგენტმა რობერტო ასისმა დაადასტურა, რომ ბეშიქთაშთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

 

კომენტარები