საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შობის დღესასწაულზე ატოსაგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: დილის 09:00 საათიდან ვარდების მოედანი, ხოლო 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები.
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.