ქრისტეშობა

პრეზიდენტმა მილოცვა დააზუსტა - ამჯერად ყველას ულოცავს, ვინც აღნიშნავს

სალომე ზურაბიშვილი
president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მილოცვა დააზუსტა, ის ამჯერად ქრისტეშობას ყველას ულოცავს, ვინც აღნიშნავს.

მანამდე, ქრისტეშობა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ "კათოლიკურ სამყაროს" მიულოცა, მიუხედავად იმისა, რომ 25 დეკემბერს ქრისტეშობას პროტესტანტების აბსოლუტური უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, 10 ავტოკეფალიური ეკლესია ზეიმობს.

"ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს!გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!". – დაწერა თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები