ვანო მერაბიშვილის საქმე

გენინსპექციამ მერაბიშვილი მისი სკანდალური განცხადების შესახებ გამოკითხა

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვანო მერაბიშვილი მისი სკანდალურ განცხადების შესახებ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა.

მერაბიშვილის ადვოკატის დავით ხაჟალიას თქმით, ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ პრემიერთან გამოკითხვის მიზნით, გენინსპექციის წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ. ადვოკატი გამოკითხვის პროცესს თავადაც ესწრებოდა.

ხაჟალიას თქმით, მერაბიშვილმა გენინსპექციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ციხიდან მისი გაყვანის შესახებ. მისივე განმარტებით, რა ვადაში დადებს უწყება მოკვლევის შედეგებს, განსაზღვრული არ არის.

დავით ხაჟალია აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის მხარისთვის უცნობია, მოხდა თუ არა იმ ვიდეოფირების ამოღება, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვს. თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, სამინისტროს გენინსპექცია ვალდებულია, აღნიშნული ფირები, რომელიც მერაბიშვილის მტკიცებით, ღამით ციხიდან მის გაყვანას ასახავს, გამოიკვლიოს. ხაჟალია მოითხოვს, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - თქვა მერაბიშვილმა.

კომენტარები