მომავალი პროკურორი

ღარიბაშვილი: მთავარი პროკურორის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი პროკურორის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მინისტრთა კაბინეტის წევრებს კი, ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო შემცვლელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და განმარტავენ, რომ ახალი მთავარი პროკურორის წარდგენა პრემიერის პრეროგატივაა.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, პრემიერის მიერ შერჩეულ კანდიდატზე მსჯელობა გუნდშიც გაიმართება.

"პრემიერი მალე შეარჩევს კანდიდატურას. ამის შემდეგ ეს საკითხი მთავრობაში იქნება განხილული. კანდიდატის შერჩევა პრემიერის პრეროგატივაა და შემდეგ მასზე კოლექტიურად მთელი მთავრობა ავიღებთ პასუხისმგებლობას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 30 დეკემბერს გადადგა. "პროკურატურის შესახებ" კანონის თანახმად, მთავარი პროკურორის პოსტზე პრემიერმინისტრი ნიშნავს კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წარუდგენს.

კომენტარები