მომავალი პროკურორი

ღარიბაშვილი: ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება. მისი თქმით, ფარცხალაძეს ეყოლება ძალიან ეფექტური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული ახალგაზრდებით და გამოცდილი პროკურორებით იქნება. 

ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე ის ამავე სამსახურში შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ის პოსტზე 17 ნოემბრის ინაუგურაციამდე დარჩება.

 

 

კომენტარები