იუსტიციის სამინისტრო

შს მინისტრობისას ღარიბაშვილის მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნა. ტაბატაძე ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანებას ხელი 23 დეკემბერს მოაწერა.

თავისი კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილედ გაპრემიერებისთანავე დანიშნა. 

კომენტარები