ხარშილაძის საქმე

ეკა ბესელია: კობა ხარშილაძე ჟვანიას საქმეზე დააკავეს

კობა ხარშილაძე ჟვანიას საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა.

ბესელიას თქმით, ის საქმის კონკრეტულ დეტალებზე და ეჭვმიტანილის კონკრეტულ ბრალეულობაზე ვერ ილაპარაკებს, თუმცა ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით შეუძლია თქვას, რომ ხარშილაძე შეიძლება იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ჟვანიას საქმეს უკავშირდება.

„ამ საქმეზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები