ხარშილაძის საქმე

ახვლედიანი ხარშილაძის საქმეზე: გამოძიებამ რა შეიძლება დაამატოს, ვერ გეტყვით

დანაშაული ვერ დაიმალება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არმაზ ახვლედიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე რომელიც ოდნავ უფრო ადრე იმავე ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, არმაზ ახვლდიანმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. ბესელიას თქმით, კობა ხარშილაძე ჟვანიას საქმეზეა დაკავებული მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ მას პატიმრობა სულ სხვა საქმეზე შეუფარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, საკითხავი ის არის, „შესაძლებელია თუ არა რომ პოლიტიკაში იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები ვინც ერთი მხრივ არიან ცივსისხლიანები და მეორე მხრივ უსმენენ სინდისს“.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი, თუმცა საზოგადოებას ყოველთვის აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ თუკი რამ არის გაურკვეველი დაუზუსტებელი დააზუსტოს და გაარკვიოს ამისთვის არაერთი ინსტანცია არსებობს მათ შორის ქვეყნის გარეთაც.

„მე ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ეს ბატონი, ვისზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომელიც დაკავებულია კონკრეტულ სამეურნეო ხასიათის საქმეზე, ეს გამოძიება წავა. მერე რა შეიძლება მას დაემატოს, რა შეიძლება გამოვლინდეს, მე ამას თქვენ ვერ გეტყვით“, - განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები