ხარშილაძის საქმე

ჭიაბერაშვილი ავიაკომპანიებს: ვინც უნდა დარეკოს, ბილეთი არ დამიჯავშნოთ

livepress.ge

თუ ვინმე დარეკავს ჩემი სახელით და დაჯავშნის ბილეთს, ეს შეკვეთა არ მიიღოთ. ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ავიაკომპანიებს რუსთავი 2-ის ეთერით.

"მე არ ვიცი, ხვალ რას მოიფიქრებს პროკურატურა ჩემთან მიმართებაში, ამიტომ ამ განცხადებას წინმსწრებად ვაკეთებ. ვიდრე არ დასრულდება ჩემი პროცესი ქუთაისში, მე არსად წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა, რომელიც თავად არის ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს კობა ხარშილაძეს პატიმრობა შეუფარდა. მთავარი მტკიცებულება იყო ბილეთის ჯავშანი, რითაც პროკურატურის მტკიცებით, დასტურდებოდა ფაქტი, რომ ხარშილაძე მიმალვას აპირებდა.

კომენტარები