ხარშილაძის საქმე

ხუხაშვილი ხარშილაძის საქმეზე: ბესელიამ ის არ იგულისხმა, რაც თქვენ გგონიათ

თქვენ ძალიან გაამკაცრეთ ის, რაც ეკა ბესელიამ თქვა. ასე უპასუხა ექსპრემიერის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გადაცემა არჩევანის წამყვანს, რომელმაც მას  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადების შეფასება სთხოვა.

ბესელიას თქმით, კობა ხარშილაძე დააკავეს ჟვანიას საქმეზე მაშინ, როცა მას სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა სულ სხვა საქმეზე შეუფარდა. იგივე აქვს ნათქვამი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც.

„ეკა ბესელიამ თქვა, რომ პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობდა. ხარშილაძე, ჟვანია, ეს იყო უფრო ასოციაციების დონეზე  - არა მგონია, რომ მან ის იგულისხმა, რაც თქვენ გგონიათ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, მას არ აქვს უფლება, მოსამართლის გადაწყვეტილება გააკრიტიკოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოსამართლის საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს.

კომენტარები