გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენება უსაფუძვლოა

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა თანამდებობიდან იქნა გადაყენებული, მერის ადვოკატებმა გაასაჩივრეს. სარჩელი ხვალ საქალაქო სასამართლოდან სააპელაციოში გადაიგზავნება, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში.

"ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოეყენებინა სასამართლოს პირადი თავდებობა ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება. რაც შეეხება თანამდებობიდან გადაყენებას, ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს უსაფუძვლოა, რადგან გიგი უგულავა არის არჩეული მერი. ის არის მილიონნახევრიანი ქალაქის მერი, არჩეული თბილისის 55%ის მიე. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ როგორც მინიმუმ უნდა მომხდარიყო აღნიშნული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, რათა ჩვენ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია"- განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

 

კომენტარები