უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

უგულავასა და კეზერაშვილის საქმეები ცალკე წარმოებად არ გაიყოფა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

ტელეკომპანია იმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმეები ცალკე წარმოებად არ გაიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო, რითიც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას საქმისა და დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ.

პროკურატურის შუამდგომლობის საპასუხოდ, დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა წარმოადგინა კეზერაშვილის პოზიცია, რომ მას სურს საქმეები გაგრძელდეს ჩვეულებრივ, როგორც დღემდე მიმდინარეობდა, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ სასამართლოს დაცვის მხარის ეს პოზიცია დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეების წარმოება ერთად გაგრძელდება.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს ამ ტექნიკური საკითხის გამო პროკურატურას არ ჰყავდა წარმოდგენილი მოწმე, რომ სხდომა გაგრძელებულიყო. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები