გიგი უგულავას საქმე

ნორლანდი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონის უზენაესობა

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერებას ეხმაურება. ის ხელისუფლება მოუწოდებს, ზედმიწევნით და გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და კანონის უზენაესობა.

"ვიზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების წუხილს არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ზედმიწევნით და გამჭვირვალედ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და კანონის უზენაესობა", - თქვა ნორლანდმა.

კომენტარები