უგულავას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას საქმეზე განმარტებები გააკეთა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდების საკითხზე განმარტება გააკეთა. 

სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება.

”სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას. გიგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას” - განაცხადა არეშიძემ.  

არეშიძის ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას გირაო.

"აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან, ამასთანავე, გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისთვის, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელშეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება" - განაცხადა ეკა არეშიძემ. 

კომენტარები