უგულავას საქმე

ბაქრაძე: სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად შევებრძოლებით

wikipedia.org

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე შედეგები ქართული დემოკრატიის მომავლისთვის - ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

"დადასტურდა ყველაზე მძიმე და ცუდი ვარაუდი, რომელიც გამოთქვა გუშინ ჯერ კიდევ მერმა - უგულავამ იმის თაობაზე თუ რა სურდა ხელისუფლებას და რა მეთოდებით აპირებდა ხელისუფლება საკუთარი ამოცანის შესრულებას. ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა პოსტ-ფაქტუმ მოსამართლის თანაშემწის ზარით შეიტყო, ხოლო მილიონნახევარმა თბილისელმა - მხოლოდ ამის შემდეგ. სასამართლომ და ხელისუფლებამ სამწუხაროდ ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგეს, ნაბიჯი, რომელიც არის სამართლებრივად ძალიან სადავო, ხოლო პოლიტიკურად და მორალურად - ძალიან მძიმე ამ ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებით ნაციონალური მოძრაობა შეეცდება უგულავას მერობის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლებრივად და პოლიტიკურად ებრძოლოს. მისი თქმით პარტია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და უახლოეს პერიოდში განცხადებას გაავრცელებენ, თუ როგორ რა ნაბიჯებს გადადგამენ მომავალში.

       

 

კომენტარები