უგულავას საქმე

უგულავას თქმით, სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება

უგულავამ  სასამართლო სხდომის დაწყების წინ იმ ადამიანების ვინაობა დაასახელა, ვინც სასამართლოსა და მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებენ.

"ზეწოლაში ჩართულია შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი, რომელიც პრემიერის ახლო ნათესავია და რეალურად დღეს მინისტრია. ჩართულია ჩხენკელი, რომელიც ასევე გენინსპექციაში იყო და კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსად დაინიშნა, ასევე ჩართულია ჩხენკელის ძმა, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის "ხუხაშვილია", რომელიც ყველა ბიზნესში დაძვრება. რა მექანიზმებით და როგორ მიმდინარეობს ზეწოლა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ეს რომ ასეა, შემიძლია ავხსნა იმ სურვილით, რა სურვილითაც მთავრობა მათ მიმართავს. მათი სურვილი ჩემი დაპატიმრებაა. საერთაშორისო სკანდალის თუ სხვადასხვა არგუმენტების გამო, მათ სასამართლოს მოთხოვეს ჩემი თანამდებობიდან გადაყენება ან უფლებამოსილების შეჩერება" - აღნიშნა უგულავამ.

ეს არის ხელისუფლება რომელსაც ენა წინ უსწრებს განაცხადა უგულავამ.

"მარტივი ამოსაცნობია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ენა წინ უსწრებს. წინ გაუსწრო ბესელიას ენამ, როდესაც თქვა, რომ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. ენამ წინ გაუსწრო პრემიერს, როდესაც მთავრობის სხდომაზე მისულ სევდია უგრეხელიძეს მიახალა, რომ ის სულ მალე იქნება მერის მოვალეობის შემსრულებელი. კანონით პირველი ვიცე-მერი ასრულებს მოვალეობას, ეს მოხდა 2 დღის წინ" - აღნიშნა უგულავამ.

მისივე გაცხადებით, დღეს შეიძლება შედეგი დადგეს არა დაპატიმრება, არამედ უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

"ამ კანონების მიხედვით ან უნდა დამაპატიმრონ, ან კანონი უნდა დაარღვიონ და სხვა აღმკვეთი გამოიყენონ. მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას და იმედი მაქვს, მოსამართლე გაუძლებს ამ ზეწოლას. რაც შეეხება იმას, რომ ეს ყველაფერი ცუდ პრეცედენტს ქმნის ქვეყანაში, ქმნის იმ პრეცედენტს, რომ არასასურველი, არჩეული პოლიტიკოსი შეუძლია მოიცილოს მთავრობამ. ქმნის პრეცედენტს იმისა, რომ სასამართლო თავისი ბინძური ზრახვებისთვის გამოიყენონ. ეს ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს" - აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები