უგულავას საქმე

პროკურატურა უგულავასთვის უფლემაბოსილების შეჩერებასაც ითხოვს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

მთავარი პროკურატურა თბილისის მერის  გიგი უგულავასთვის,  აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გარდა,  შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. 

"საქართველოს პროკურატურამ, დღეს 2013 წლის 21 დეკემბერს, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. ქ. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. გიორგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ბრალდების მხარემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს აგრეთვე მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგი უგულავას ქ. თბილისის მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება", - ნათქვამია განცხადებაში. 

საქალაქო სასამართლო გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე 18:00 საათზე იმსჯელებს.

კომენტარები