უგულავას საქმე

სასამართლო უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებას დღეს 18 საათზე განიხილავს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 18  საათზე განიხილავს. ამის შესახებ ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში აცნობეს.

პროკურატურამ დღეს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება.

უწყების განცხადებით, თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიორგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით, - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები