სოჭის ოლიმპიადა

ლიტვის პრეზიდენტი რუსეთის პოლიტიკის გამო სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება

www.15min.lt

ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამო ის არ ჩავა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე.

"მოცემულ სიტუაციაში, როცა სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევა, ასევე ურთიერთობა და ქცევა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, მათ შორის ლიტვასთან, ეკონომიკური სანქციების გამო, რომელიც გამოიყენება ლიტვის წინააღმდეგ, მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ შესაძლებლობაშ ჩავიდე სოჩში თამაშებზე" - განუცხადა გრიბაუსკაიტემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ცოტა ხნის წინ აშშ-ს, საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ არ გეგმავენ სოჭში ჩასვლას.

კომენტარები