საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, თბილისში, მარჯანიშვილზე 2 მოქალაქე დაჭრეს, რომლებიც ამ დროისათვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი 30 წლამდე ქალი დაკავებულია, ის ერაყის მოქალაქეა. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულს ბრალს კი მოგვიანებით წაუყენებენ.





