საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პროკურატურის დისკრეციაა, დაიწყებს თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას. აღნიშნული მან კონფერენციაზე "პოლიტიკური ლანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი" თქვა.
უსუფაშვილის თქმით, პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისადმი მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გასცეს გამოძიებით, თუ გამოძიების გარეშე.
"2020 წელს, საქართველოში ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება და თავისუფლება, თავისი პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ მოვლენაზე. ამავე დროს, პროკურატურას უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება დაიწყოს გამოძიება, ან არ დაიწყოს გამოძიება. ამ შემთხვევაშიც, პროკურატურის დისკრეციაა, დაიწყებს საქმეზე გამოძიებას თუ - არა, თუმცა პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისადმი მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი გასცეს გამოძიებით თუ გამოძიების გარეშე", - თქვა უსუფაშვილმა.





