მედია

საიას კვლევა: როგორი იყო მედიაგარემო 2006-2013 წლებში

2007 წლის 7 ნოემბერს იმედში სპეცრაზმის შესვლა, 26 მაისს აქციის დაშლა, ფოტორეპორტიორების საქმე, სასამართლოებში გადაღების აკრძალვა - ეს არის ის მოვლენები, რომლებმაც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ქართლ მედიაგარემოზე.

84-გვერდიან ანგარიშში, რომელიც 2006-დან 2013 წლის ჩათლით პერიოდს ასახავს, შეფასებულია ინფორმაციის თავისუფლებისა და ჟურნალისტურ საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების კუთხით არსებული ვითარება საქართველოში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ბოლო 6 წელიწადში ძირითადი პრობლემები უკავშირდებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას.

საია-ს ინფორმაციით, საქართველოში 2011-2012 წლებში ჟურნალისტური საქმიმანობის ხელშეშლის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო მედიის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.

არასამთავრობო ორგაბნიზაციის შეფასებით, გამოკვეთილია ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც, ხშირ შემთხვევაში, განპირობებულია სავარაუდო პოლიტიკური მოტივებით და არა ჟურნალისტების მხრიდან შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა მსგავსი დანაწესების შეუსრულებლობით. საია ამის მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს, როცა სამეურვეო საბჭომ დირექტორ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა ორჯერ გამოუცხადა.

საია-ს შეფასებით, ჟურნალისტების სამუშაო გარემო 2012 წლამდე არსებულთან შედარებით ნაკლებად ძალადობრივია, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული კრიზისული ვითარება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, უფრო მეტად ითანამშრომლოს მედიასთან და ასევე, ოპერატიულად გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაული.

კომენტარები