მედია

მთავარი არხის 3%-იანი წილის ახალი მფლობელი ნიკოლოზ სისაურია

ნიკა გვარამია

მთავარ არხს ახალი მეწილე ყავს. სექტემბერში გახსნილი ტელევიზიის ახალი თანამფლობელი ტელეკომპანია საქართველოს დირექტორი, ნიკოლოზ სისაურია. "საქართველოს" მფლობელები თავის მხრივ, ძმები ყარამანიშვილები არიან. 

საჯარო რეესტრში 19 დეკემბერს რეგისტრირებული ცვლილების მიხედვით, ნიკოლოზ სისაური ტელევიზიის 3%-იანი წილის მფლობელი გახდა. წილი სისაურმა 3 ათას დოლარად და საწესდებო კაპიტალში 300 ათასი დოლარის შეტანის ვალდებულებით შეიძინა. 

ამ დროისთვის მთავარ არხს 6 მეწილე ყავს, მათ შორის არიან გიორგი და ანა მარია რურუები 2,5%-2,5%, ნიკოლოზ სისაური - 3%, საქართველოს უნივერსიტეტი - 2%, კახაბერ ანჯაფარიძე - 39% და ნიკა გვარამია - 51%. 

თავდაპირველად მთავარი არხის 100%-იანი წილი მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ. საკონტროლო პაკეტს მაშინაც ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო ანჯაფარიძის საწყისი წილი 49%-ს შეადგენდა. 

წილის შემდგომი გასხვისებები უკლებლივ ყველა შემთხვევაში კახა ანჯაფარიძის საკუთრებიდან ხდებოდა.

კომენტარები