საქართველო-რუსეთი

ღარიბაშვილი: რუსული მხარის ქმედებები ჩვენს ნაბიჯებთან შეუთავსებელია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ლავროვის თქმით, რუსეთი ჯერ მზად არ არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოსაღებად.

"იცით, რომ ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა, აქტიურად დავიწყეთ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან. ჩვენ ვცადეთ ყველაფერი, იმისათვის რომ მოგვეხდინა არსებული დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და ვფიქრობ, ეს შევძელით. სამწუხაროა და მართლაც აბსოლუტურად შეუთავსებელია, რუსეთის მხრიდან მომდინარე ის ქმედებები, რომლებსაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზთან და მიმდებარე სოფლებში. ჩვენი მხრიდან, საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით ყოველთვის ადასტურებს, რომ რეალურად გვსურს ურთიერთობის ნორმალიზება, მით უმეტეს, ჩვენს მეზობელ რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები