იდენტობა წულუკიანზე

იდენტობა: იუსტიციის მინისტრი ფამილარულად და არაკორექტულად იქცეოდა

identoba.com

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს განხილვისას, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ფამილარული და ცინიკური დამოკიდებულების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის წევრებმა სხდომა დატოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას იდენტობა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წულუკიანი ირაკლი ვაჭარაძეს ორჯერ არაკორექტულად ”გაეხუმრა” და ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რომელსაც საქმესთან საერთო არაფერი ქონდა.

იდენტობის განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:

”სასტუმრო რედისონში იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს განიხილავს. “იდენტობას” წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს რადგან იუსტიციის მინისტრმა განმეორებით არაკორექტულად “იხუმრა” იდენტობას წარმომადგენლის მისამართით. აღსანიშნავია რომ მინისტრი პერსონალურად მიმართავდა თითოეულ გამომსვლელს და ხშირად მის მიერ ისეთ საკითხებს ესმებოდა ხაზი, რომელიც შეხვედრის მიზანთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული.

მაგალითად, პირველად იუსტიციის მინისტრმა ირაკლი ვაჭარაძეს ცინიკურად მიულოცა რომ კანონპროექტი მას ფეისბუქზე მთავრობის წევრების გაკრიტიკებას არ აუკრძალავს. მეორედ, მან ასევე პერსონალურად მიმართა: “ირაკლი თქვენი დრო ამოიწურა. შეგიძლიათ ფეისბუქზე გააგრძელოთ წერა.”

აღსანიშნავია, რომ მანამდე, “იდენტობას” წარმომადგენელმა მხოლოდ მოკლე მხარდამჭერი კომენტარი გააკეთა კანონპროექტთან მიმართებით, ხოლო მეორედ, როგორც აღინიშნა, საუბრის შესაძლებლობა არც მისცემია.

აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა როდესაც იუსტიციის მინისტრი უხერხულ და არაკორექტულ ენას იყენებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. რჩება შთაბეჭდილება რომ ის პერსონალურად იმახსოვრებს და აგროვებს ყველა კრიტიკულ მოსაზრებას, რომელიც რომელიმე პიროვნების მიერ გამოითქმება და ოფიციალურ შეხვედრებზე, სხდომის წაყვანის უფლებამოსილებას პერსონალური თავდასხმებისათვის იყენებს.  იუსტიციის მინისტრი 2013 წლის ზაფხულში, კანონპროექტის ერთ-ერთ პირველ განხილვაზე იგივე მეთოდით “გაუსწორდა” პიროვნებას, რომელმაც სამინისტროს შშმ პირების უფლების მეტად გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

“იდენტობა” მიიჩნევს, რომ მსგავსი მინისტრის მხრიდან გამოჩენილი ფამილარული და ცინიკური პერსონალური დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მიმართ არაპროფესიონალურია და სცდება კორექტულობის ფარგლებს.

კანონპროექტის განხილვის ფარგლებში შეხვედრის მიზანი არ არის კერძო პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების მინისტრის მხრიდან კომენტირება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიტიკა მის მიმართ იქნებოდა მიმართული, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არც ჰქონია, მინისტრს თმენის ვალდებულების პრინციპი პირად თავდასხმებს უკრძალავს”- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები