უგულავას საქმე

თბილისის მერი გიგი უგულავა მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერი გიგი უგულავა მთავარ პროკურატურაში დაიბარეს.

პროკურატურის ცნობით, ხვალ, 13:00 საათზე, თბილისის მერი გიორგი უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით არის დაბარებული. საქმე ეხება ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა და ააიპ თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების უკანონო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ასევე, რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე მიმდინარეობს.  

კომენტარები