პროტესტი უკრაინაში

უკრაინის ოპოზიცია მოთხოვნების შესრულებამდე ხელისუფლებასთან დიალოგს არ აპირებს

ილია ვარლამოვი

უკრაინის ოპოზიცია მოთხოვნების შესრულებამდე ხელისუფლებასთან დიალოგს არ აპირებს - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა განაცხადა.

”სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მთავრობა სპეცდანიშნულების სამხედროებს არ გაიყვანს კიევიდან, არანაირი საუბარი დიალოგზე არ იქნება.” - განაცხადა ტიაგნიბოკმა.

ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა კი განაცხადა, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ ამას მაიდანზე შეკრებილი ხალხი მოითხოვს.

ოპოზიციის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინიციატივას გამოეხმაურნენ, რომელიც ოპოზიციასა და სასულიერო პირებს მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები