პროტესტი უკრაინაში

ქეთრინ ეშტონისა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრის დეტალები ჯერ არ ხმაურდება

www.president.gov.ua

კიევში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაში უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იან ტომბინსკიც მონაწილეობდა. ამ დროისათვის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

კომენტარები