საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეშტონის ოფიციალური წარმომადგენელი მაია კოსიანჩიჩი Twitter-ზე ავრცელებს.
კოსიანჩიჩის ინფორმაციით, კეტრინ ეშტონი კიევში ორი დღით ჩავიდა. პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, ეშტონი გეგმავს, შეხვედრები გამართოს ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.