პროტესტი უკრაინაში

ნულანდი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

topnews.in

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ნულანდის თქმით, შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა და მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდება.

”აშშ-სა და ევროკავშირს უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების იმედი აქვთ. ჩვენ ველოდებით სიტუაციის სტაბილიზაციას”, - განაცხადა ნულანდმა.

ნულანდი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს - არსენი იაცენიუკს, ვიტალი კლიჩკოსა და ოლეგ ტიაგნიბოკს შეხვდა.

 

კომენტარები