პროტესტი უკრაინაში

Freedom House უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია Freedom House პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს, რის შემდეგაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. ორგანიზაციის აზრით, მხოლოდ ეს არის არაძალადობრივი გზა, რათა დასრულდეს დაპირისპირება. 

"პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა დაკარგა მხარდაჭერა და ლეგიტიმურობა. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მომიტინგეთა მმართველობას, თუმცა, იანუკოვიჩმა ევროინტეგრაციის უგულვებელყოფითა და დემონსტრანტების მოთხოვნების უარყოფით, კრიზისი შექმნა. ყველაზე კარგი, რაც იანუკოვიჩს შეეძლო გაეკეთებინა დემონტრაციების დასასრულებლად, იქნებოდა მისი განცხადება გადადგომის შესახებ, შემდეგ დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა აიძულონ უკრაინის ხელისუფლება, ყურადღება მიაქციონ მომიტინგეთა ლეგიტიმურ მოთხოვნებს. და თუ საჭირო იქნება, განახორციელონ სანქციები პასუხისმგებელი პირების მიმართ, ნებისმიერი ძალადობრივი დარბევის გამო", - წერია Freedom House-ის განცხადებაში.

კომენტარები