პროტესტი უკრაინაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა

telegraph.co.uk

ევროკავშირის საიტზე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმათ, ევროპული კომისიის ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი მომავალ კვირას უკრაინაში ჩავა. 

"ბაროზო ესაუბრა პრეზიდენტ იანუკოვიჩს ტელეფონით, იმისთვის, რომ ხელახლა გაესვა ხაზი მიმდინარე დაძაბულობათა პოლიტიკური გადაწყვეტის აუცილებლობისთვის, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გზით.

მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო თავისუფლებათა პატივისცემასა და მაქსიმალური თავშეკავების გამოხატვის აუცილებლობას.

ბაროზომ განაცხადა, რომ უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი ჩავა კიევში ამ კვირას, იმისთვის რომ მხარი დაუჭიროს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.

ბაროზომ ასევე შეახსენა ევროკავშირის პოზიცია ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ, როგორცკი შესრულდება ყველა პირობა", - ნათქვამია ევროკავშირის საიტზე.

კომენტარები