პროტესტი უკრაინაში

კიევში დემონსტრანტები სამთავრობო შენობების ბლოკირებას აპირებენ

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.youtube.com/watch?v=DA8ao6Sa5h4&feature=youtu.be\","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

კიევში მაიდანს ხალხი არ აკლდება. სახალხო კრება ისეთივე ხალხმრავალი გამოდგა, როგორც ერთი კვირის წინანდელი აქცია. ხალხი მილიონების მარშზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა. შეკრებილებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და ხელსუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულება მოითხოვეს.

იულია ტიმშენკოს ქალიშვილმა მაიდანს ყოფილი პრემიერის მორიგი მიმართვა გაააცნო. ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და პრეზიდენტი აღარასდროს მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას, რადგან ევცროპა მის დიქტატურას არ შეეგუება. არსენი იაცენიუკმა კი განაცხადა, რომ პუტინტან ბოლო შეხვედრაზე იანუკოვიჩი ქვეყნის საბაჟო კავშირში შეყვანის გასაფორმებლად მზად იყო.

დღესვე მაიდანს მიმართა ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა მისი თქმით მაიდანს უკრაინა მომავალში მიჰყავს. "მაიდანმა საშუალება არ მისცა ვიქტიორ იანუკოვიჩს უკრაინა გაეყიდა. ხელშეკრულება საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ უკვე მზად იყო. მას ამ ხელშეკრულების ხელმოწერა შეეშინდა, და იგი ამას ვერასდროს იზამს, იმიტომ რომ არსებობს უკრიანის სახელმწიფო, უკრინის კონსტირუცია და უკრაინელი ხალხი" - განაცხადა იაცენიუკმა.

ოპზიციის ლიდერებმა ახალი გეგმა გამოაცხადეს - ამიერიდან დემონსტრანტები ყველა სამთავრობო შენობის ბლოკირებას იწყებენ. ოპოზიცია ხელსუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობს. პროტესტის მასშტაბის მიუხედავად, ხელისუფლება დათმობებზე არ მოდის. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იანუკოვიჩისა და მთავრობის დამოკიდებულება პროცესებისადმი არაადეკვატურია. მაიდანის მონაწილეები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მთელი სამთავრობო კვარტლის პიკეტირებით შეეცდებიან. ხელისუფლება აქციებს მუქარებით პასუხობს, თუმცა ძალის გამოყენებას ჯერჯერიბით ვეღარ ბედავს.

კომენტარები