Freedom House

დევიდ ქრეიმერი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

Freedom house-ის პრეზიდენტი დევიდ ქრეიმერი უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ რეგიონში გაუარესებული მდგომარეობაა. დევიდ ქრეიმერი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, საქართველოსა და მოლდოვას კარგი მაჩვენებელი აქვთ. Freedom House-ის მონაცემებით, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ წელს ყველაზე რთული მდგომარეობა რუსეთშია, სადაც სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება.

"ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვესაუბრე ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა იანუკოვიჩის და მისი რეჟიმის სხვა წევრების წინააღმდეგ გარკვეული სანქციები დააწესონ. იანუკოვიჩისთვის სულერთია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს თუ შეუერთდება რუსეთთან საბაჟო კავშირს. ის იმ ვარიანტს დათანხმდება, რომელიც მას ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. თუმცა, საქმე ის არის, რომ როდესაც პუტინის რეჟიმთან საბაჟო კავშირზე შეთანხმებას აწერ ხელს, ძალიან ძნელია მას ენდო. მოლდოვის და საქართველოს გარდა, ევრაზიის ყველა ქვეყანაში გაუარესდა სიტუაცია. თუმცა ორივე ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება ჯერჯერობით მაინც მყიფეა. საქართველოში ჩატარებული არჩევნებით და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით, ჩვენ პროგრესი ვნახეთ. გვაქვს შეკითხვები ოპოზიციის ლიდერების გასამართლებასთან დაკავშირებით, თუმცა, საერთო ჯამში, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესებულია", - აცხადებს Freedom house-ის პრეზიდენტი დევიდ ქრეიმერი.

კომენტარები