რუსულ-ქართული ურთიერთობები

მალაშხია: ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში და ანალოგიური პროცესები ექნებათ რუსეთში

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, საქართველო რუსეთის განცხადებებს არ შეეგუება. როგორც მალაშხიამ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთი ვერ ეგუება იმას, რომ სერიოზული პრობლემები აქვს.

"საბჭოთა კავშირის აღდგენა არის პრაქტიკულად გამორიცხული. ამიტომ, რუსეთი ეუბნება საქართველოს, რომ შეეგუოს ეთნოწმენდას. იმას, რომ ოკუპირებულ რეგიონს ეძახის დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ამას არც საქართველოს მოსახლეობა და არც სახელმწიფო რეალურად არ შეეგუება. ამიტომ უკეთესი იქნება, რუსეთი დროზე მოეგოს გონს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში და ანალოგიური პროცესები ექნებათ რუსეთში", - თქვა მალაშხიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ NAთO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენია. ლავროვმა მავთულხლართებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საზღვრები დაცული უნდა იყოს.

კომენტარები