გიგი უგულავას საქმე

უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის დაკავების საქმე წარადგინა. დაცვის მხარემ კი, ამ მასალების გასაცნობად ვადა მოითხოვა, რის გამოც სხდომა გადაიდო.

პროცესის დაწყებამდე განცხადება თბილისის მერმა გააკეთა და ბრალდების ერთერთი მთავარი მოწმის ჯოზეფ ქეის დროულად დაკითხვა მოითხოვა. უგულავას თქმით, მისი სასამართლო პროცესი იწელება.

"ბუნებრივია, დროის გაწელვა ემსახურება იმას, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოს რამე დანაშაულია ჩადენილი" - აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები