სოჭის ოლიმპიადა

ნორლანდი: ჩვენ გვესმის საქართველოს მთავრობის პოზიცია

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ სოჭის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციის არწასვლასთან დაკავშირებით, თქვა, რომ "ეს არის საქართველოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ჩვენ გვესმის საქართველოს მთავრობის პოზიცია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან.

"მთავრობა სოჭში არ გაემგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები