სასჯელაღსრულების დაწესებულებები

სუბარი: ციხეებში 52 პატიმარი შიმშილობს


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ციხეებში ამჟამად 52 პატიმარი შიმშილობს. ისინი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადებას აპროტესტებენ.

სოზარ სუბარის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია 150 პატიმრის შიშმილობის შესახებ.

"ციხეებში რამდენიმე ადამიანი რომ არ შიმშილობდეს, ასეთი დღე პრაქტიკულად არ არსებობს. ამ წუთისთვის 52 ადამიანი შიმშილობს, მათი ნაწილი გლდანის ციხეშია, ნაწილი - სხვაგან. მათი შიმშილობა უკავშირდება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა-არშექმნას", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრმა პატიმრებს მოთმინებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებას საბოლოოდ არ უთქვამს უარი ამ კომისიის შექმნაზე.

კომენტარები