შეწყალების კომისია

ელისაშვილი: ვეცდებით, შესაწყალებელ პატიმართა პირველი სია საახალწლოდ გვქონდეს

რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის, ჟურნალისტ ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, განახლებული კომისია პირველად მიმდინარე წელს შეიკრიბება. მისი თქმით, კომისიის წევრები შეეცდებიან, რომ პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა პირველი სია საახალწლოდ წარუდგინონ.

"ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა დღეს წარმოადგინა. კომისიას ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და თეა გოგოტიშვილი.

კომენტარები