შეწყალების კომისია

მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა. კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შევლენ კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა ბოკუჩავა, გივი შაჰნაზარი და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი.

მარგველაშვილის თქმით, კომისიის თითოეული წევრი მათ მიმართ საზოგადოების ნდობისა და იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ არცერთი მათგანი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ არის.

"მინდა, კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო, რომ დათანხმდნენ ასეთ მნიშვნელოვან და ამავე დროს რთულ სამსახურს. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზე და ასევე კომისიის დებულებაზე, რომ დაიხვეწოს და გახდეს ეფექტური. კომისიის ყველა წევრის შერჩევის კრიტერიუმი ეს იყო ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოების მხრიდან, ის რომ ისინი არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მათი განსაკუთრებული ღირებულებებისა და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც მათ ბიოგრაფიას გასდევს", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები