ბიძინა ივანიშვილის წერილი

სუბარი: თუ ნანა კაკაბაძეს შეუძლია, რატომ არ უნდა მომცეს რჩევა ივანიშვილმა?!

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი შეაფასა. მისი თქმით, ივანიშვილმა შეასრულა თავისი სიტყვა, ასრულებს დაპირებებს და ის სამოქალაქო საზოგადოებიდანაც ობიექტური იქნება.

"ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა თავისი სიტყვა. თქვა, რომ საქართველოს გაათავისუფლებდა სააკაშვილის რეჟიმისგან - ეს გააკეთა. მეორე - მან თქვა, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში წავიდოდა პოლიტიკიდან და წავიდა; მესამე - ივანიშვილი ჩემთვის ყოველთვის იქნება საკითხავი ადამიანი. ახლა გაჩვენებთ ზარებს ჩემს ტელეფონზე. რამდენიმე ზარია შემოსული ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან. ბოლო ზარი გელა ნიკოლაიშვილისგან შემოვიდა, იმის წინა კი - ნანა კაკაბაძისგან. თუ ნანა კაკაბაძეს შეუძლია, დამირეკოს და რაღაც რჩევა მომცეს, რატომ უნდა აეკრძალოს ეს ბიძინა ივანიშვილს?!", - თქვა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილზეც ისაუბრა.

"იგი იყო პრემიერმინისტრი, ჩვენ ვიყავით მინისტრები. მისი მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა მცდელობა, ზედმეტად ჩარეულიყო სამინისტროს საქმიანობაში - მოადგილეების შერჩევა იქნებოდა, თუ ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება ან ნებისმიერი რეფორმის გატარება. ის ისმენდა ჩვენს მოსაზრებებს და გვქონდა მისგან მაქსიმალური მხარდაჭერა. ის არ ერეოდა მინისტრების მუშაობაში ზედმეტად. ზოგჯერ შეიძლება გვაკლდა კიდევაც - თუ რატომ არ იყო ჩართული უფრო მეტად. როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც ასე იქცეოდა პრემიერის პოსტზე, წავა და ახლა სადმე ჩრდილიდან შეიცვლის თავის ქცევას? ეს ამ ადამიანის ბუნებაში და სტილში არ არის. რაც შეეხებე ობიექტურობა-არაობიექტურობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს აქვს თუ არა ობიექტურად შეფასების უნარი. ბიძინა ივანიშვილმა კი დაამტკიცა როგორც მთელი ცხოვრების, ისე პოლიტიკაში ყოფნის ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ობიექტური ადამიანია და ასრულებს დაპირებებს", - აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები