ძალადობა ოჯახში

ცოლის ცემით მოკვლისთვის რუსეთში მღვდელი გაასამართლეს

როსტოვის საოლქო პროკურატურის ცნობით, მოჟაევკაში, ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მოძღვარმა ევგენი დემიდოვმა საკუთარი ცოლი ცემით მოკლა, რის გამოც ტარასოვსკის რაიონულმა სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, დანაშაული 2012 წლის დეკემბერში მაშინ მოხდა, როცა გვიან ღამით სასულიერო პირის მცირეწლოვანმა შვილმა ტირილით გაიღვიძა. საქმის მასალების მიხედვით, ბავშვის დედამ არ შეასრულა ქმრის მოთხოვნა, დაეწყნარებინა ბავშვი. შედეგად, გაბრაზებულმა ევგენი დემიდოვმა ცოლი სასტიკად ცემა, რასაც ქალის სიკვდილი მოჰყვა.

სასულიერო პირმა სასამართლოში თავისი დანაშაული არ აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებიით, ევგენი დემიდოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, გარდა ამისა, მას გარდაცვლილის მამისთვის 1 000 000 რუბლის გადახდა მორალური ზიანის, ხოლო 100 000 რუბლის გადახდა საადვოკატო ხარჯების ასანაზღაურებლად დაეკისრა. 

კომენტარები