ძალადობა ოჯახში

საკუთარ შვილიშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ქარელში ერთი პირი დააკავეს

dw.com

საკუთარ შვილიშვილზე ძალადობისთვის ქარელში ერთი პირი დააკავეს. 

გამოძების ინფორმაციით, 1940 წელს დაბადებულმა ა.კ.-მ, ფიზიკურად იძალადა თავის
შვილიშვილზე - 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის
მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები